საპატიო დოქტორები
გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს, თბილისში. ის არის ქართველი მწერალი, ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
1957 წელს დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ის მუშაობდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში და ამასთანავე, მონაწილეობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებში.
1975-85 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე. ამასთანავე, ის მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში. 1985 წლიდან იყო „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორია
გურამ დოჩანაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია: ''სამოსელი პირველი'', ''კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა'' და სხვა.