ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

HR და ციფრული ტრანსფორმაცია

HR და ციფრული ტრანსფორმაცია 

(1 და 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამები)

მიღების პირობები

საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია:

  • გაიაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა;

  • ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა ინგლისურ ენაში (იხილეთ ტესტის ნიმუში) ან წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი შემდეგი სერტიფიკატები: 

TOEFL IBT – მინიმალური ქულა - 80; 

IELTS – მინიმალური ქულა - 6.5; 

PTE General – მინიმალური დონე - B2;

FCE – მინიმალური დონე - B; 

CPE – საკმარისია ჩაბარება; 

CAE – საკმარისია ჩაბარება. 

  • გაიაროს გასაუბრება სპეციალობის მიხედვით; 

  • წარმოადგინოს 5 წლიანი სამუშაო გამოცდილების ცნობა (საჭიროა მხოლოდ ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამისთვის).

შენიშვნა: საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ენის გამოცდიდან თავისუფლდებიან, თუ დახურული აქვთ ინგლისურის B2 დონე.

გასაუბრების თემატიკა 1-წლიანი პროგრამისთვის

  1. სტრატეგიული მენეჯმენტი და ლიდერობა;

  2. თანამშრომელთა მოტივაცია და ჩართულობის მენეჯმენტი;

  3. ორგანიზაციული კულტურა და ცვლილებების ლიდერობა;

  4. ადამიანი ორგანიზაციაში;

 

ლიტერატურა:

  1. Management, Stephen P. Robbins, Mary A. Coulter, Pearson ;

  2. Management, Daft, R., Boston, Cengage;

  3. Human Resource Management, Gary Dessler, Pearson;

გასაუბრების თემატიკა 2-წლიანი პროგრამისთვის

  1. მენეჯმენტის ფუნქციები;

  2. ორგანიზაციის სტრატეგია;

  3. მოტივაციის თეორიები მენეჯმენტში;

  4. ორგანიზაციული სტრუქტურები;

  1. ადამიანური რესურსები მართვის როლი და ფუნქციები ორგანიზაციაში;

  2. თანამშრომელთა მოტივირება;

 

ლიტერატურა:

  1. Management, Stephen P. Robbins, Mary A. Coulter, Pearson;

  2. Management, Daft, R., Boston, Cengage;

  3. Human Resource Management, Gary Dessler, Pearson;

კანდიდატთა რეგისტრაცია

საქართველოს უნივერსიტეტში მაგისტრანტთა რეგისტრაცია 2025 წლის 1 სექტემბერს იწყება და 10 სექტემბერს სრულდება.

რეგისტრაცია 18:00-21:00-მდე მიმდინარეობს ქ.თბილისში, კოსტავას 77ა-ში, 206-ე ოთახში.

რეგისტრაციისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: 

  • გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (20 ლარი);

  • საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი და ელ. ვერსია CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატში;

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ელ. ვერსია CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატში;

  • ბაკალავრის დიპლომის ნოტარიული ასლი და ელ. ვერსია CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატში. (თუ დიპლომი უნივერსიტეტის მიერ ჯერ არ არის გაცემული, უნდა იქნას წარმოდგენილი ხარისხის მინიჭების ცნობა სველი ბეჭდით + ელ. ვერსია CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატში);

  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟების შემთხვევაში) და ელ. ვერსია CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატში;

  • ფოტოსურათი (3X4) 1 ცალი და ელ. ვერსია CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატში;

  • CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი (წარმოსადგენია მხოლოდ გასაუბრებაზე).

სასურველია ყველა სარეგისტრაციო დოკუმენტი ჩაწერილი იყოს ერთ CD-ზე.

ინგლისური ენის გამოცდა

ინგლისური ენის გამოცდა 2025 წლის 12 სექტემბერს, 11:00 საათზე ქ. თბილისში, კოსტავას 77ა-ში, IV სასწავლო კორპუსში, 407-ე აუდიტორიაში; 

ინდივიდუალური გასაუბრება

ინდივიდუალური გასაუბრებები 15,16 და 17 სექტემბერს ჩატარდება იმავე მისამართზე, 327-ე აუდიტორიაში. გასაუბრების ზუსტი დრო კანდიდატს წინასწარ ეცნობება. 

 







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი