სიახლეები
კვლევა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის სამართლის პროგრამა-ის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის და GIZ-ის ექპერტებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს უნივერსიტეტიდან კვლევაში ჩართულები იყვნენ პროფესორები - ნატა სტურუა, ანა ხურციძე და გია ჯაფარიძე.„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე მუშაობა საქართველოს პარლამენტში 2013 წლიდან მიმდინარეობს და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებს ითვალისწინებს.
უახლოეს პერიოდში კანონპროექტის განხილვა და მასთან დაკავშირებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) პრეზენტაცია/დისკუსია იგეგმება საქართველოს უნივერსიტეტი / The University Of Georgia-შიც.