საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო APEA-ს (Asia-Pacific Evaluation Association) მე-5 საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ტოკიოში, იაპონიაში. სწორედ, საქართველოს უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში პირველი უნივერსიტეტი, რომელიც რეგიონში შეფასების ინსტიტუციონალიზაციის და პროფესიონალიზაციის მხარდასაჭერად პირველ ნაბიჯებს გადადგამს.
UG-მ ხელი მოაწერა APEA Tokyo 2025 Declaration, რითაც შეუერთდა მანილას დეკლარაციის პრინციპებს - მხარი დაუჭიროს M&E სისტემების ინსტიტუციონალიზაციას, ეროვნული შეფასების შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე აკადემიური პროგრამებისა და პროფესიული სტანდარტების განვითარებას, რაც ხელს უწყობს კარგი მმართველობის, დემოკრატიისა და მდგრადი განვითარების გაძლიერებას.
კონფერენციაზე, ნოდარ ხერხეულიძე და დეა ცარციძე, მონაწილეობდნენ მნიშვნელოვან პანელში "Beyond Algorithms: Reimagining Evaluation in the Age of AI", სხვა ექსპერტებთან ერთად, მსოფლიო ბანკიდან, აზიის განვითარების ბანკიდან და სხვა წამყვანი ინსტიტუტებიდან. დისკუსიის ფარგლებში, განიხილეს ქართული გამოცდილება სხვადასხვა პროგრამებისა თუ პოლიტიკის M&E ჩარჩოს დიზაინის მომზადების, კონცეპტუალური საფუძვლების და იმ გამოწვევების შესახებ, როცა მონიტორინგი ხშირად შეფასებად მიიჩნევა - რაც აფერხებს რეალური შეფასების კულტურის განვითარებას.
უნივერსიტეტი ასევე ჩაერთო სამუშაო ჯგუფში, რომელიც განიხილავს შეფასების პრაქტიკის პროფესიონალიზაციის გაძლიერებას და აკადემიის როლს შეფასების ინსტიტუციონალიზაციაში.
კონფერენციაში მონაწილეობა კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს უნივერისტეტის პარტნიორობას საერთაშორისო შეფასების წამყვან ინსტიტუტებთან და ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას - შეფასების პროფესიის განვითარებისა და საქართველოში ინსტიტუციონალიზაციის მიმართ.