ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


7 March 2024
საქართველოს უნივერსიტეტსა და Austrian Blockchain Centre-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 

საქართველოს უნივერსიტეტსა და Austrian Blockchain Centre-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს სხვადასხვა კვლევითი აქტივობის გატარებას, როგორც სამეცნიერო, ასევე ერთობლივი პროექტების მიმართულებით.

 

🇦🇹🇬🇪 Austrian Blockchain Centre ავსტრიაში ყველაზე დიდ ბლოკჩეინ ცენტრს წარმოადგენს, რომელიც ავსტრიის 5 წამყვანი უნივერსიტეტის მიერ არის დაფუძნებული და მუშაობს, როგორც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, ასევე პრაქტიკული კვლევით გამოცდილებებზე.

 

🇦🇹🇬🇪 ავსტრიაში საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაციას წარმოადგენდა: რექტორი - კონსტანტინე თოფურია, ინფორმატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან სულხანიშვილი და რექტორის ოფისის უფროსი, თინათინ ენდელაძე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნატა სტურუა, Austrian Blockchain Centre-ის წამყვანი მკვლევარია და უზრუნველყოფს საქართველოს უნივერსიტეტის ჩართვას ამავე კვლევითი ცენტრის საქმიანობაში.

 

ვიზიტის ფარგლებში განხილული იყო რამდენიმე ორმხრივი პროექტი, ხოლო საბოლოო მიზანს ბლოკჩეინის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განვითარება წარმოადგენს“.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი