ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


9 July 2026

UGSPN - საჯარო დისკუსია

 

8 ივლისს, საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკის და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო დისკუსია თემაზე: (UGSPN)  „პრეზიდენტ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და მისი გავლენა სამხრეთ კავკასიაზე.“

დისკუსია მიეძღვნა ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესაძლო ცვლილებებს სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკურ დინამიკაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში შეერთებული შტატების მზარდ როლს, მათ შორის, ვაშინგტონის ჩართულობას სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში, „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP) სტრატეგიულ მნიშვნელობას და ამ პროცესების უფრო ფართო გავლენას საქართველოს სტრატეგიულ გარემოზე.

დისკუსიის ფარგლებში განიხილეს:

  • პრეზიდენტ ტრამპის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები, პრიორიტეტები და მათი მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიისთვის;
  • შეერთებული შტატების მზარდი როლი რეგიონულ უსაფრთხოებაში, დაკავშირებადობასა და კონფლიქტების მოგვარებაში;
  • საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, მათ შორის, უსაფრთხოების გარემოს, ევროატლანტიკური მისწრაფებების, სატრანზიტო პოტენციალის კონტექსტში.

დისკუსიაში მონაწილეებმა, გიორგი ლაბაძემ და გიორგი ბადრიძემ დეტალურად ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის რაკურსზე და ის თუ რა შესაძლო ცვლილებების მომტანი შეიძლება იყოს ეს საქართველოსთვის, როგორც კავკასიის მთავარი რგოლისთვის. "მნიშვნელოვანია გვესმოდეს რომ ტრამპის პოლიტიკა დამყარებულია წმინდად ტრანსსაქციურ მეთოდზე, რაც რესურსების მასშტაბურად გავრცელებას და უკუგებას მოიაზრებს, მარტივად რომ ვთქვათ, უნდა ვიცოდეთ თუ რას ვთავაზობთ ჩვენ, როგორც სახელმწიფო - მომავალი თანამშრომლობისთვის" განაცხადა გიორგი ლაბაძემ (ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის დამფუძნებელი) 

შეხვედრის მოდერატორთან, შალვა ძებისაშვილთან ერთად დისკუსია შეეხო ახალ პოლიტიკურ გამოწვევებსა და არსებულ მდგომარეობას კავკასიაში, საქართველოს, როგორც პერსპექტიული წამყვანი - ლიდერი ქვეყნის ფორმატში.

 

 

 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი