ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


27 March 2026

საქართველოს ბანკის წარმომადგენლობითი შეხვედრა

 

   საქართველოს უნივერსიტეტში, კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურის ორგანიზებით,  25 მარტს საქართველოს ბანკის წარმომადგენლობითი შეხვედრა გაიმართა, სტუდენტებთან, რომლის მიზანიც იყო, სტუდენტებისათვის, საქართველოს ბანკში არსებული კარიერული შესაძლებლობებისა და პროფესიული განვითარების გზების გაზიარება,  ყველა იმ პირობისა და პროდუქტის, რასაც ბანკი პოტენციურ თანამშრომლებს სთავაზობს. 

შეხვედრა შეეხებოდა თეორიულ და პრაქტიკულ რჩევებს, რომელიც სამსახურის ძიების პროცესს ამარტივებს. ასევე, წარმომადგენლების, ეთუნა ქობალია (შერჩევის სამსახურის უფროსი/მასობრივი და ოპერაციული პოზიციები) და თამარ ჭანტურაშვილი (კომუნიკაციების სწავლების და განვითარების სამსახურის უფროსი) მხრიდან განხილული იყო, საქართველოს ბანკის, როგორც ორგანიზაციის შიდა სამუშაო სპეციფიკა და გამოწვევები. 

"მინდა ხაზი გავუსვა რომ ჩვენი ეს  საგანმანათლებლო აქტივობა, რაც უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ინდივიდუალურ ვიზიტებს გულისხმობს, პირველია და საქართველოს უნივერსიტეტით დავიწყეთ, ერთის მხრივ ამ პროცესში ჩვენთვისაც ყველაფერი ახალია, ამიტომ შევარჩიეთ ეს უნივერსიტეტი, რადგან მათთან სხვა ბევრ პროექტში გვაქვს პარტნიორული ურთიერთობა. სტუდენტებს საქართველოს ბანკის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად შევთავაზეთ შესაძლებლობა, რომ პირადად გაეცნონ არსებულ ვაკანსიებს და სურვილის შემთხვევაში, ჩვენი გავლით ჩაერთონ შერჩევის პროცესში. მსგავსი, ერთგვარი დასაქმების ფორუმი, ბევრად შინაარსობრივია, რადგან კომპანია წარადგენს საკუთარ თავს და შემდგომში, დაინტერესებულ პირებს ოპერატიულად იერთებს." თამარ ჭანტურაშვილი, კომუნიკაციების სწავლების და განვითარების სამსახურის უფროსი, საქართველოს ბანკი 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობა მრავალპროფილურია და გარდა კარიერული შესაძლებლობების გაზიარებისა, სტუდენტებისათვის დამატებითი, სასტიპენდიო შეთავაზების გაზიარებასაც გულისხმობს, რომელთა რიგებშიც უკვე რამოდენიმე საქართველოს უნივერსიტეტის, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი ირიცხება.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი