15 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტში, მასწავლებლებისთვის ერთიანი პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ვოქრშოფი თემაზე "თანამედროვე მიდგომები და ციფრული რესურსების გამოყენება ისტორიის სწავლებაში"
ვორქშოფი მიზნად ისახავდა ისტორიის სწავლებისას ისტორიის მასწავლებლებისათვის თანამედროვე პედაგოგიური მიდგომებისა და ციფრული რესურსების ეფექტიანი გამოყენების გაცნობას. ვორქშოფის მონაწილეებმა განიხილეს ინტერაქტიული სწავლების სტრატეგიები, კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული მეთოდები და რაც მთავარია AI მეთოდების ჩართვის ხარისხის დონე და საჭიროება, თანამედროვე განათლების შესაბამისად.
შეხვედრა მოიცავდა ოთხ საკვანძო თემას:
თითოული აქცენტის ირგვლივ, მოდერატორმა, ცირა ჩიკვაიძემ (საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტის უფროსი) დამსწრე პედაგოგებთან ერთად, დეტალურად ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე და რაც მთავარია მთავარ მიგნებებზე, რომელიც ისტორიის სწავლების პროცესს - ორმხრივად ამარტივებს. " აღსანიშნავია, რომ კარგი მასწავლებლის აღსაწერად გამოიყენება ცნობილი ფრაზა - მიდგომა სწავლება-სწავლით, (Learning by teaching) რაც ამ ეპოქის მასწავლებლებს გაასმაგებულად მოეთხოვებათ, დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ იდეას ემსახურება, რომ დავეხმაროთ, გავუზიაროთ მასწავლებლებს თანამედროვე ტექნოლოგიების საკეთილდღეოდ გამოყენება, რათა მეტად პროდუქტიული იყოს მათი დატვირთვა გაკვეთილებზე და ასევე გაზარდონ მოსწავლეების ინტერაქცია" გვიზიარებს, ქალბატონი ცირა ჩიკვაიძე.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში, პედაგოგებს შეხვდენენ მანანა სანაძე (საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ქართველი ისტორიკოსი-თურქოლოგი) და გიული ალასანია (საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ქართველი ისტორიკოსი-წყაროთმცოდნე) რომელთაც საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე სტუმრებს და სურვილისამებრ აღუთქვეს დახმარება, სხვდასხვა კვლევით პროექტებში ჩართვისათვის.
დასკვნით ნაწილში კი - ქალბატონმა მანანა სანაძემ, პედაგოგებს საჩუქრად გადასცა ახლადგამოცემული წიგნი "რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში"