ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


1 June 2026

საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით კონსერვატორიის დიდ დარბაზში ტრადიციული მუსიკის საღამო გაიმართა

 

29 მაისს საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზში ტრადიციული მუსიკის საღამო გაიმართა, რომელიც ქართული ფოლკლორის, საგალობლებისა და ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციას მიეძღვნა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღო საქართველოს უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა, რომელსაც ხელმძღვანელობენ მალხაზ ერქვანიძე და გიორგი უშიკიშვილი. ანსამბლი მაყურებლის წინაშე პირველად წარდგა და შეასრულა საუკუნის წინანდელი, აუდიო ჩანაწერებისა და ხელნაწერების საფუძველზე აღდგენილი ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები.

საღამოს განსაკუთრებული მრავალფეროვნება შესძინა ტრადიციული ხელოვნების სკოლის მოსწავლეები გამოსვლამ და კონკურსის „ჩემი მუსიკალური ოჯახი“ ლაურეატებმა სვანეთიდან, გურიიდან და თბილისიდან. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უნივერსიტეტის ქართული ხალხური და მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებმა.

ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს უნივერსიტეტის ხედვას - თანამედროვე განათლებასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასა და განვითარებას. უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების ჩართულობას კულტურულ და შემოქმედებით პროცესებში, ქმნის სივრცეს ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციისთვის და ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის ახალი თაობებისთვის გადაცემას.

საქართველოს უნივერსიტეტი დღეს ერთ-ერთი გამორჩეული საგანმანათლებლო სივრცეა საქართველოში, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ, მაღალი ხარისხის განათლებას, მრავალფეროვან აკადემიურ პროგრამებსა და აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას. უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს განათლების, კულტურისა და საზოგადოების განვითარების ერთიან ეკოსისტემას, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ პროფესიულ ზრდასთან ერთად, საკუთარი შემოქმედებითი და კულტურული პოტენციალიც განავითარონ.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი