ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


8 October 2022
ევროპის სამედიცინო სკოლების ასოცაციის (AMSE) ყოველწლიური კონფერენცია

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მენიერებების სკოლის დელეგაციამ - სკოლის დირექტორი თამარ ლობჯანიძე, სარეზიდენტო მზადების მიმართულების ხელმძღვანელი ელზა ნიკოლეიშვილი, ფარმაციის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე, მედიცინის დეპარტამენტის კლინიკური მიმართულების ხელმძღვანელი ანანო ქირია,  ასოცირებული პროფესორი თამარ გოდერიძე - მონაწილეობა მიიღო ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც გაიმართა 2022 წლის 6-8 ოქტომბერს, აჭარაში (კვარიათი), დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მასპინძლობით. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტები, მათ შორის სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია (WFME), ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია - სადოქტორო საფეხურის განათლების საბჭო (EUA-CDE), სადოქტორო საფეხურის განათლება ბიომედიცინასა და ჯანდაცვის მეცნიერებებში ევროპულ სისტემაში (ORPHEUS), სამედიცინო სტუდენტთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია (IFMSA) და სხვა. მომხსენებლებად წარდგენილი იყვნენ საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები და ლიდერები ბაკალავრიატისა და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების, სადოქტორო საფეხურის განათლებისა და ზოგადად, ჯანდაცვის მიმართულებით. 

ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური მიმრთულების ხელმძღვანელმა, ანანო ქირიამ წარადგინა მოხსენება თემაზე “სამედიცინო სტუდენტების ჩართვა საპილოტე კვლევით პროექტებში. მიღებული გამოცდილების გაზიარება”. მოხსენების თემა ეხებოდა მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის პარტნიორ კლინიკაში განხორციელებული საპილოტე სასწავლო პროექტის შედეგებს. 

ღონისძიებაში მონაწილობამ დელეგატებს საშუალება მისცა გასცნობოდნენ და გაეზიარებინათ ევროპული და ქართული სამედიცინო სკოლების განათლების ხარისხის განვითარების კუთხით არსებული გამოცდილება, მოესმინათ საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებები და მეტად ფასეული რჩევები, რაც სამომავლოდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს სკოლის საქმიანობაზე.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი