ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


2 June 2026

ASIIN Global University Network of Excellence (AGUNE)-ის საერთაშორისო კონფერენცია — Quality Assurance in the Digital Age: Academic Values, Learning Outcomes and Digital QA Tools

 

27–28 მაისს საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა ASIIN Global University Network of Excellence (AGUNE)-ის საერთაშორისო კონფერენციას — Quality Assurance in the Digital Age: Academic Values, Learning Outcomes and Digital QA Tools.

კონფერენციამ ორი დღის განმავლობაში თავი მოუყარა სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი განათლების სფეროს პროფესიონალებს, როგორც AGUNE-ის წევრი, ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებებიდან, ხარისხის სააგენტოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან.

დისკუსიების მთავარი თემები იყო ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება უმაღლეს განათლებაში, მათთან დაკავშირებული ცვლილებები, შესაძლებლობები და გამოწვევები, მათი გავლენა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებზე.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოხსენებების, პანელური დისკუსიების და პრაქტიკულ სესიების ფორმატში გაეცვალათ გამოცდილება. აღნიშნული მოიცავდა როგორც კონკრეტულ ინსტიტუციურ მაგალითებს, ასევე, უფრო ფართო დისკუსიას აკადემიური ღირებულებების და  მიდგომების შესახებ.

ინსტიტუციური პრაქტიკიდან, მომხსენებლებმა ისაუბრეს:

  •        ციფრული მეცნიერებების გერმანული უნივერსიტეტის მოდელზე (მომხსენებელი - პროფესორი მაიკ ფრიდრიქსენი)
  •    ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის სწავლების ინტეგრაციის პროცესზე (მომხსენებელი - ელენე მამუკელაშვილი)
  •     ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული CRM სისტემების გამოყენება ხარისხის მართვისა და სტუდენტების ჩართულობის გასაუმჯობესებლად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მომხსენებლი - ნინო კარკაძე)
  •   სტუდენტის პორტფოლიოს გამოყენება დასაქმებისთვის: სასწავლო კურსის შედეგების დაკავშირება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან (მომხსენებელი - ჰამიდ სულეიმანი, Sultan Qaboos University, Oman)
  •        დიგიტალიზაციისა და ხელოვნური ინელექტის გამოყენება ინსტიტუციური გაუმჯობესებისთვის საქართველოს უნივერსიტეტში (მომხსენებელი - ქეთევან გივიშვილი)

ცალკე პანელური განხილვა დაეთმო ასევე ხარისხის სააგენტოების გამოცდილებას, რომელიც აერთიანებდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და  ASIIN-ის პრაქტიკის გაზიარებას.

ღონისძიებამ სხვა არაერთი საინტერესო მოხსენება და დისკუსია მოიცვა. ასევე, ხელი შეუწყო საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაღრმავებას, გამოცდილების გაცვლასა და ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოკვეთას.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი