სიახლეები
ბალიქესირის უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბაქილესირის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა. იუჯელ ოღურლუმ და საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა კოინსტანტინე თოფურიამ.
ხელშეკრულება მოქმედებს 2023-2027 წლამდე და მოიცავს საგამანათლებლო, კულტურულ და სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობას, ერაზმუს + ფარგლებში, როგორც აკადემიური, აგრეთვე ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით პროგრამას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს, როგორც აკადემიური პესრონალისა და სტუდენტების გაცვლით პროგრამაში ჩართვას, ასევე, ერთობლივი სამეცნიერო, აკადემიური ღონისძიებების დაგეგმვას.
თანამშრომლობა მეტად გააღრმავებს და განავითარებს აკადემიურ სფეროში ურთიერთობას.