ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


2 February 2024
თანამშრომლობა ფოგარტის კვლევით პროექტთან

საქართველოს უნივერსიტეტი აგრძელებს თანამშრომლობას ფოგარტის სუფთა ჰაერის საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტის ფარგლებში (The Fogarty Clean Air Research and Education (CARE) program). პროექტი წარმოადგენს სტრატეგიულ თანამშრომლობას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), გარემოს ეროვნული სააგენტოს, ემორისა და ჯორჯ ვშინგტონის უნივერსიტეტებს შორის.

 

პროექტის მიზანია საქართველოში არაგადამდებ დაავადებებთან და გარემოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარების შესაძლებლობების განვითარება ტრენინგების, სწავლებისა და პრაქტიკის გზით. პროექტის ფარგლებში შერჩეულია  12 დოქტორანტი.

 

31 იანვარს, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის „გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების  ინსტიტუტში", ფოგარტის პროექტში ჩართულ საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტებს, პროექტის ფარგლებში სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობის მიზნით, ლეპტოპები  გადაეცა.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი