სიახლეები
9-11 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტმა, დემო - კონსტიტუციის ვორქშოპს უმასპინძლა. პროექტში მონაწილე აბიტურიენტებმა საკუთარი, სიმულაციური კონსტიტუცია შექმნეს. სამდღიანი ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეები დაესწრნენ ტრენინგს, "რა არის კონსტუტუცია" ხოლო შემდეგ, მენტორ სტუდენტებთან ერთად შეიმუშავეს იმიტირებული სამართლებრივი ნორმები, წარმოსახვითი ქვეყნისთვის.
საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები: "გეტი", 175 საჯარო სკოლა, 61 საჯარო სკოლა, 38 საჯარო სკოლა - გუნდურად ჩაერთნენ პროექტში, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ამავე სკოლის დირექტორის, ანა ხურციძის ხელმძღვანელობით.
დემო - კონსტიტუციის პროექტის მიზანი იყო მონაწილეებისთვის კონსტიტუციის არსისა და მნიშვნელობის უკეთ გაგება, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის კონტექსტში. აბიტურიენტები ასევე გაეცნენ სახელმწიფო მოწყობის სხვადასხვა ფორმებს, გააუმჯობესეს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარები, იმუშავეს გუნდურად და ჩაერთნენ დოკუმენტის - კონსტიტუციის შექმნის სრულ პროცესში — იდეიდან ვიზუალიზაციასა და ტექსტამდე. ამ პროცესის მართვაში გუნდებს მენტორები: ქეთევან ავლოხაშვილი, ანა კორძახია და ანა ოდიშარია, სამართლის სკოლის სტუდენტები ეხმარებოდნენ.
11 ივნისს, გაიმართა გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება:
პირველი ადგილი - ნიკოლოზ მოდებაძე, ელენე ყულაშვილი, დუდა კვინიკაძე და ანა ბერიშვილის შემადგენლობა.
მეორე ადგილი - ლიზა იმედაშვილი, ანდრია ჩლაიძე და შაკო კობერიძის შემადგენლობა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ასევე, გამოვლინდა ორი საუკეთესო სპიკერი, ნანა გაფრინდაშვილი და ანდრია ჩლაიძე, რომელთაც დამატებით გადაეცათ უნივერსიტეტისგან საჩუქრები.