ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


18 May 2026

სამეწარმეო განათლების კონფერენცია 2026

 

9 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტში, ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ, JA Europe-ის მხარდაჭერილი პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტთან, JA Alumni Georgia-სთან და PMI Tbilisi, Georgia Chapter • PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, სამეწარმეო განათლების კონფერენცია გამართა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა სამეწარმეო განათლების მნიშვნელობის წარმოჩენას და განათლების სფეროს წარმომადგენლების, პრაქტიკოსების, პარტნიორებისა და ახალგაზრდების გაერთიანებას იმ საკითხებზე სასაუბროდ, თუ რა როლი აქვს სამეწარმეო განათლებას ახალგაზრდების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში.

ღონისძიების პირველ ნაწილში გაიმართა „მეწარმეობის საფუძვლების“ ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სახელმძღვანელოს შინაარსს, სტრუქტურასა და იმ პრაქტიკულ მიდგომებს, რომლებიც თანამედროვე მეწარმეობის სწავლების პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.

კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია სამეწარმეო განათლების როლსა და გავლენაზე. დისკუსიის დროს განხილული იყო სწავლების პროცესის პრაქტიკული მაგალითები, არსებული გამოწვევები და ის პოზიტიური შედეგები, რომლებიც პროგრამა „მეწარმეობის საფუძვლებმა“ უკვე მოახდინა ახალგაზრდებზე.

ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, სამეწარმეო უნარების, ფინანსური წიგნიერებისა და პრაქტიკული გამოცდილების განვითარებას.

კონფერენციის მეორე ნაწილში გაიმართა მოსწავლეთა კომპანიების კონკურსის ფინალური ეტაპი - „წლის მოსწავლეთა კომპანია 2026“, სადაც 5 გუნდი იბრძოდა საუკეთესო მოსწავლეთა კომპანიის ტიტულის მოსაპოვებლად. კონკურსის გამარჯვებული გახდა SaveWave - ინოვაციური საზღვაო უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მცირე მცურავი საშუალებებისთვის ხელმისაწვდომ და ჭკვიან გადაწყვეტას ქმნის.

გამარჯვებული გუნდი საქართველოს სახელით გაემგზავრება რიგაში, ლატვიაში, სადაც 7-10 ივლისს მონაწილეობას მიიღებს ევროპის ყველაზე მასშტაბურ სამეწარმეო განათლების ფესტივალში - GEN-E 2026.

ასევე გამოცხადდა „წლის სამეწარმეო სკოლა 2026“-ის გამარჯვებული - სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლა.

აღნიშნული ჯილდო უკავშირდება TES Award-ს (The Entrepreneurial School Award), JA Europe-ის ყოველწლიურ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმეობის განათლების სფეროში წარმატებული სკოლების აღიარებასა და წახალისებას ევროპის მასშტაბით.

TES Award 2015 წლიდან გადაეცემა სკოლებს, რომლებიც გამოირჩევიან მეწარმეობისადმი განსაკუთრებული ერთგულებით. ყოველწლიურად, JA ორგანიზაციის თითოეული წევრი ქვეყანა აპლიკაციებისა და თანამშრომლობის ისტორიის საფუძველზე ირჩევს მხოლოდ ერთ სკოლას, რომელიც ქვეყნის სახელით წარდგება ევროპის დონეზე, როგორც საუკეთესო სამეწარმეო სკოლა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გამოვლინდა „წლის მეწარმეობის მასწავლებელი 2026“ - ნინო ლომიძე, რომლის საქმიანობაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდებში სამეწარმეო აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში.

სამეწარმეო განათლების კონფერენციამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ახალგაზრდებში სამეწარმეო აზროვნების, ინიციატივის, ინოვაციური მიდგომებისა და პრაქტიკული უნარების განვითარების მნიშვნელობას. ღონისძიებამ წარმოაჩინა თანამშრომლობის ძალა განათლების სექტორს, ბიზნესს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ახალგაზრდებს შორის.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი