სიახლეები
2022 წლის 16-20 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიებები, რომლებიც მიეძღვნა ევროპის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის (EUPHAW) კვირეულს. კვირეულის ფარგლებში აღინიშნა შემდეგი თემატური დღეები:
UG სკოლაში ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის სტომატოლოგიური დეპარტამენტის ლექტორის, პროფ. ქეთევან ნანობაშვილის მიერ 6-7 წლის ასაკის მოსწავლეებთან ჩატარდა საგანმანათლებლო გაკვეთილი პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ. გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს სტომატოლოგიურ კლინიკა „UG DENT“, გაეცვნენ გარემოს, სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარების წესებს და მიიღეს ექიმი სტომატოლოგის რჩევები. მოსწავლეები ჩაერთნენ სიმულაციურ თამაშში „კბილის ფერიასთან“ და დასაჩუქრდნენ სტომატოლოგიური კლინიკა „UG DENT“-ის პირის ღრუს სკრინინგის პროცედურის მოსაწვევით.
UG ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის მედიცინის დეპარტამენტის ლექტორის, ასოცირებული პროფესორის, თამუნა გოგოლაძის მიერ ჩატარდა საჯარო ლექცია „HPV ვაქცინაცია კიბოს პრევენციისათვის“. ლექციის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის ინფორმაციის მიწოდება საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის გზებზე. განსაკუთრებული აღნიშვნის საგანს წარმოადგენდა ადამიანის პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის როლი და მნიშვნელობა საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის პროცესში. ლექცია ჩატარდა ინგლისურ ენაზე.
UG ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ნინო ლოჩოშვილმა ჩაატარდა საჯარო ლექცია თემაზე „კლიმატის ცვლილების გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“. საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ UG სტუდენტებმა მოამზადეს ვიზუალური გზავნილები გარემოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ.
თბილისში ჩატარებული ღონისძიების პარალელურად UG სტუდენტების ჩართულობით გორის რაიონის სოფ. ბეთლემის სკოლაში ჩატარდა „მწვანე გაკვეთილი“. მწვანე გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები გარემოს დაცვის თემაზე და მოხატეს სკოლის ეზო.
UG ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან თელიამ ჩაატარდა საჯარო ლექცია თემაზე „მენტალური დაავადებების სტიგმა და მისი უარყოფითი გავლენა მკურნალობაზე“. საჯარო ლექცის მიზანი იყო სტუდენტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის ინფორმაციის მიწოდება მენტალურ დაავადებებთან დაკავშირებულ სტიგმასა და მკურნალობის პროცესის თავისებურებებზე. ლექცია ჩატარდა ინგლისურ ენაზე.