სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ინიციატივითა და ორგანიზებით აღინიშნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ევროპული კვირეული EUPHW-2023.
კვირეულის ფარგლებში 22მაისს აღინიშნა ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე.
საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნანა ზავრადაშვილმა ჩაატარა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა თემაზე "ფსიქიკური ჯანმრთელობა და მისი უახლესი პერსპექტივები". შეხვედრაში მონაწილეობდა „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის“ მედიცინის ფსიქოლოგი მარიამ ქუთათელაძე, რომელმაც ისაუბრა ონკოპაციენტთა ფსიქიკური ჯანმრთელობის და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრის დამსწრეებს შშმ სტატუსის მქონე პირთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის და გამოწვევების შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტმა ხატია ტატურაშვილმა. საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მათ მიერ მომზადებული მასალა.
25 მაისი მიეძღვნა ქრონიკული დაავადებების პრევენციასა და კონტროლს.
კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ კლინიკურმა დირექტორმა, ანა ბოლქვაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „ქრონიკულ დაავადებები და სკრინინგი, როგორც კონტროლის საუკეთესო ინსტრუმენტი“. მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო ქრონიკული დაავადებების პრევენციის მნიშვნელობა, საქართველოში სკრინინგის პროგრამის მიმდინარეობა და მასში ჩართვის შესაძლებლობები. საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს დღის თემაზე მათ მიერ მომზადებული მასალა და მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში.