სიახლეები
2022 წლის 16-17 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერების სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის დოქტორანტი მირანდა ნონიკაშვილი ესწრებოდა ბრიუსელში (ბელგია) ევროპის კიბოს სამიტს (European Cancer Summit 2022)
სამიტზე წარმოდგენილი იყვნენ კიბოს პოლიტიკის შემქმნელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ევროპარლამენტარები ENVI & COVI კომიტეტებიდან, სადაც მოხდა სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაო მიმართულებების გაცნობა და კიბოს მართვის ამჟამინდელ დღის წესრიგში დაგეგმილ აქტივობებში ჩართვა.
სადოქტორო ნაშრომის აბსტრაქტის მოხსენების შემდეგ დოქტორანტი მირანდა ნონიკაშვილი მიწვეულ იქნა ევროპის კიბოს ორგანიზაციაში ახალგაზრდა კიბოს პროფესიონალთა ჯგუფის წევრად (YCP40).