17 February 2025
ადამიანური კაპიტალის მართვისა (HR) და ციფრული ტრანსფორმაციის აღმასრულებელი სამაგისტრო პროგრამა
საქართველოს უნივერსიტეტში 2025 წლის მარტიდან იწყება მიღება ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ადამიანური კაპიტალის მართვისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტში
სწავლების ენა ქართულია, ნაწილობრივ ინგლისური კომპონენტებით.
სწავლის საფასური 6000 ლარი სრული კურსი.
დაშვების წინაპირობები:
- ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
- არანაკლებ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება მართვის/ადმინისტრირების სფეროში
- ინგლისური ენის ცოდნა
- გასაუბრება
საქართველოს უნივერსიტეტის ერთწლიანი აღმასრულებელი სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს კერძო და საჯარო ორგანიზაციებისთვის კვალიფიციური HR მენეჯერების მომზადებას. პროგრამა ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი პროფესიონალის მომზადებაზე, რაც გამოიხატება კურსდამთავრებულის ბიზნესის ხედვის (Business Acumen), ციფრული ინტეგრაციის (Digital Integration), მონაცემების გამოყენების (Data Literacy) და ადამიანური კაპიტალის უნარების განვითარებაში.
მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გაეცნოს სამაგისტრო პროგრამას, გაესაუბროს პროგრამის ხელმძღვანელს, მიიღოს რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია.
ტელეფონი: 591992999