სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით, საუნივერსიტეტო კურსის, "საველე პრაქტიკა და ლაშქრობის" 2 გასვლითი ღონისძიება გაიმართა. 28 ივნისიდან 1 ივლისის პერიოდში მოლაშქრეები ადიგენში, თრიალას ტბებთან, ხოლო 5-8 ივლისს მეორე ლაშქრობის დროს ატენის ხეობაში დაბანაკდნენ.
მთელი სემესტრის განმავლობაში სტუდენტებს ჩაუტარდათ ლექციები შემდეგ თემებზე:
აღნიშნული საგანი სტუდენტებს სთავაზობს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას, ხელს უწყობს გუნდური მუშაობისა და თვითუზრუნველყოფის უნარების განვითარებას. გარდა ამისა, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს სტუდენტებში პატრიოტული ცნობიერების, სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას და აუმჯობესებს სტუდენტების ფიზიკურ თუ მენტალურ მდგომარეობას.