სიახლეები
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ტუშიას უნივერსიტეტი Università degli Studi della Tuscia (UNITUS) და საქართველოს უნივერსიტეტი (UG) სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამა. ეს პროექტი კარგი შესაძლებლობაა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის (UGSST) სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, იტალიაში, უძველესი ქალაქ ვიტერბოს თანამედროვე უნივერისტეტში მიიღონ ახალი ცოდნა და გამოცდილება.
ვიტერბო არის ლაციოს ყველაზე ჩრდილოეთი პროვინცია, იტალიის შუაგულში, რომელიც მდებარეობს რომიდან 100 კმ და ფლორენციიდან 200 კმ მანძილზე. ტუშიას უნივერსიტეტი დაარსდა 1979 წელს და სწრაფად ჩამოყალიბდა როგორც თანამედროვე უნივერსიტეტი. ის არის კულტურისა და სწავლის ცენტრი ვიტერბოს პროვინციაში, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან კურსებს სხვადასხვა სპეციალობით.
2022 წლის დეკემბერში საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდნენ პროფ. სტეფანო უბერტინი - ტუშის უნივერსიტეტის რექტორი; პროფ. სიმონე სევერინი – ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, პროფესორი მასიმილიანო ფენიცე – ეკოლოგიისა და ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ანჯელა ფატორეტი Fattoretti – საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ტუშის უნივერსიტეტთან წარმატებულ თანამშრომლობას Erasmus+-ის წინა პროექტების ფარგლებში (სომხეთისა და საქართველოს გარემოს დაცვის სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია , რაც ემსახურება კარგ საფუძველს შემდგომი პარტნიორობისთვის სხვადასხვა მიმართულებით და შესაძლოა გადაიზარდოს სხვადასხვა ერთობლივ პროექტებსა და აქტივობებში. UG იმედოვნებს, რომ გააფართოვოს თანამშრომლობის სფერო ტუშის უნივერსიტეტთან და ღიაა ამ კუთხით ნებისმიერი სახის ინიციატივისა და პარტნიორობისთვის.
KA171 არის ახალი შესაძლებლობა UNITUS-სა და UG-ს სახით ქართულ იტალიური სასწავლო და სამეცნიერო თანამშრომლობისთვის.
აღნიშნული პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის სოციალურ ქსელებში.