სიახლეები
27 ივლისს, საქართველოს უნივერსიტეტმა 2018 წლის კურსდამთავრებულების გრანდიოზულ ცერემონიალს უმასპინძლა.
გარდა ოფიციალური ნაწილისა, საღამო გამოირჩეოდა საპატიო სტუმრებით, კონცერტით, ახალგაზრდა შემსრულებლების - მარიამ ურუშაძის და საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის საბა კემულარიას მონაწილეობით.
2018 წლის კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა რუსთავის 2-ის გენერალურმა დირექტორმა ბ-ნ ნიკა გვარამიამ.
წელს, საქართველოს უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება ქართველ პიანისტს, ბ-ნ ვალერიან შიუკაშვილს მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ ბატონმა ვალერიანმა კურსდამთავრებულებს საჩუქარი გაუკეთა და აუდიტორიის წინაშე მუსიკალური ნომრით წარსდგა.
საქართველოს უნივერსიტეტმა ტრადიციულად წელსაც დააჯილდოვა გიორგი ბაღათურია, ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებული. მას გადაეცა 2 დღიანი ტური ყაზბეგში - მეხუთე სეზონის სასტუმროში.
საღამო ულამაზესი ფოიერვერკითა და ქუდების აყრით დასრულდა.