ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


4 October 2023
ქართულ-გერმანული კონფერენცია კიბოს საკითხებზე

საქართველოს უნივერსიტეტისა და გერმანიის კიბოს საზოგადოების (DKJ) ერთობლივი პროექტის ფარგლებში თელავში  30.09-01.10 ჩატარდა  კონფერენცია თემაზე "Multidisciplinary care in oncology – paving the way for a comprehensive cancer care network in Georgia". კონფერენციის მიზანი იყო საქართველოში  კიბოს  მკურნალობის გერმანული გამოცდილების გაზიარება,  ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის მულტიდისციპლინარული მიდგომის ხელშეწყობა, ასევე, ონკოლოგიის მიმართულებით ქართველი და გერმანელი პროფესიონალების თანამშრომლობის  გაძლიერება.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ  ექსპერტები გერმანიიდან,  სამედიცინო კლინიკების ონკოლოგიური მიმართულების ექიმები თბილისიდან და რეგიონებიდან, ასევე  პროფესიონალური ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

2 ოქტომბერს კონფერენციის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების დოქტორანტებთან. შეხვედრის მიზანი იყო სადოქტორო კვლევების ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით გერმანული პროექტების გაცნობა, ინფორმაციის გაზიარება სამეცნიერო/სადოქტორო კვლევების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს  ექსპერტებმა გერმანიიდან და საქართველოში მოქმედი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს უნივერსიტეტსა და  გერმანიის კიბოს საზოგადოებას  შორის.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი