სიახლეები
16 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლამ უმასპინძლა ნორვეგიული SIU საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ნორვეგიის ჩრდილოეთ არქტიკის - ტრომსოს უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორების მონაწილეობით მიმდინარე „გლობალური ჯანმრთელობის“ კურსის მეორე ეტაპს. ლექცია-სემინარები ჩატარდა პროფესორების ერიკ ანდასა და ტორალფ ჰასვოლდის მიერ.
კურსი მოიცავს გლობალური ჯანმრთელობის შემდეგ აქტუალურ საკითხებს: დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, არაგადამდები დაავადებები, გლობალური ჯანმრთელობის პოლიტიკა და მიზნები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ოჯახის დაგეგმვა, მიგრაცია, სუიციდი და სხვ.
კურსი 17 ოქტომბერს თსუ-ში, ხოლო 18 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაგრძელდება.