სიახლეები
2020 წლის 11-14 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა ჰონგ კონგის საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC International Commercial Mediation Competition – Hong Kong) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კომერციული მედიაციის შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა.
კონკურსის მიმდინარეობისას, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სამართლის სკოლის სტუდენტები ICC-ის მედიაციის წესების შესაბამისად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს კომერციულ მედიაციაში და ფასდებოდნენ ამ სფეროს საერთაშორისო სპეციალისტების მიერ.
შეჯიბრი წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდა, რაც საქართველოს უნივერსიტეტის გუნდისთვის კონკურსი ახალი გამოცდილებითა და გამოწვევებით აღსავსე გამოდგა. კონკურსის შემდეგი ეტაპი პარიზში, 2021 წლის თებერვალში გაიმართება და მასში მონაწილეობისთვის #UGLS-ის გუნდიც შეირჩა.