ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


9 July 2026

IAC Eurasia Arbitration Week 2026

 

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორმა - ანა ხურციძემ მონაწილეობა მიიღო IAC Eurasia Arbitration Week 2026-ში, რომელიც ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში გაიმართა

მისი პანელის ფარგლებში განხილული იყო დავების ალტერნატიული გადაწყვეტის თანამედროვე სისტემის განვითარებაში პრაქტიკული ADR განათლების როლი და მომავალი იურისტების ახალი პროფესიული გამოწვევებისთვის მომზადება.

ანა ხურციძესთან ერთად პანელში მონაწილეობდნენ საერთაშორისო დონის მეცნიერები, მკვლევარები და პრაქტიკოსები: Kabir Duggal, Prof. Hiro Aragaki, Prof. Deanna Pantín Parrish და Dr. Mukhit Yeleuov.

ღონისძიებაში მონაწილეობა განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების კომერციული სამართლის განვიტარების პროგრამის (Commercial Law Development Program-CLDP) მხარდაჭერით. საქართველოს უნივერსიტეტი განსაკუთრებულად მადლიერია მათი  ნდობისთვის, მხარდაჭერისა და რეგიონში სამართლებრივი განათლებისა და დავების გადაწყვეტის თანამედროვე მექანიზმების განვითარების ხელშეწყობისთვის.

IAC Eurasia Arbitration Week წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს არბიტრაჟის, მედიაციისა და საერთაშორისო სამართლის წამყვან წარმომადგენლებს და ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარებას.

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა განაგრძობს საერთაშორისო პროფესიულ და აკადემიურ ქსელებში აქტიურ მონაწილეობას და თანამედროვე სამართლებრივი განათლების გაძლიერებას.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი