სიახლეები
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ქოჩის უნივერსიტეტში (ქ. სტამბული, თურქეთი) გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია რომელიც ეძღვნებოდა საზღვაო არქეოლოგიას, უახლეს საზღვაო აღმოჩენებსა და გამოწვევებს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მკვლევარები თურქეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, დანიიდან, ირანიდან, ტუნისიდან, მაროკოდან და კენიადან. აღნიშნულ კონფერენციაზე საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, პროფ. დ. ბერიკაშვილმა წარადგინა მოხსენება ,,საზღვაო არქეოლოგია საქართველოში: ისტორია, პოტენციალი და გამოწვევები’’. მოხსენებები დასრულდა სამეცნიერო დისკუსიით და გამოცდილების გაზიარებით.