ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


3 May 2019
კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი

თანამედროვე სამყაროში კიბერშეტევების რიცხვი მზარდია, ნებისმიერი საჯარო თუ კერძო სტრუქტურა უამრავ ინფორმაციას აგროვებს, ამუშავებს და სხვადასხვა მოწყობილობაში ინახავს. ამ ინფორმაციის უმეტესი ნაწილი კონფიდენციალურია, რაც ნიშნავს იმას , რომ აუცილებელია ამ მონაცემების და სისტემის შესაბამისი დაცვა.

სწორედ ამიტომ, 3 მაისს საქართველოს უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყვნენ სამთავრობო, სამოქალაქო და კერძო სტრუქტურები: მონაცემთა გაცვლის სააგენტო, კიბერუსაფრთხოების ბიურო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, Greennet და ა.შ.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო შემდეგი საკითხები:

· კიბერუსაფრთხოების ეკოსისტემა საქართველოში;

· კრიტიკული ინფრასტრუქტურების დაცვა;

· კიბერდანაშაული და საერთაშორისო სამართალი;

· პიროვნების დაცულობა ინტერნეტ სივრცეში;

· ინტერნეტი და ბავშვები;

ასევე, ფესტივალზე საქართველოში პირველად, განხილული იყო „დომენური სახელების სისტემების უსაფრთხოება DNSSEC”.

შეგახსენებთ,რომ საქართველოს უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი მესამედ ჩატარდა.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი