ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


11 May 2026

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები საერთაშორისო პროექტში - Creative Campaign Creation – Izmir (Turkey)

 

საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის სტუდენტებმა, მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო პროექტში - “Creative Campaign Creation – Izmir (Turkey)”, რომელიც გაიმართა იზმირში, თურქეთში. 

პროექტი საერთაშორისო ევროპული უნივერსიტეტებისა და ინდუსტრიული პარტნიორების თანამშრომლობით განხორციელდა და რეალურ ბიზნესქეისზე მუშაობას მოიცავდა.

პროექტის ფარგლებში სტუდენტები საერთაშორისო გუნდებში გაერთიანდნენ და იმუშავეს ბრენდისთვის კრეატიული საკომუნიკაციო კამპანიების შექმნაზე. სამუშაო პროცესი ეფუძნებოდა რეალურ ქეისს - გლობალურ ბაზრებზე წარმოდგენილ ბურგერების ქსელ Ohannesburger-ს, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და თურქეთში ოპერირებს. Სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის სტუდენტებმა: სალომე ხაბურძანიამ, მარიამ ტუშურმა და ქეთევან ხალვაშმა საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად შეიმუშავეს კამპანიის იდეები, სტრატეგიული კომუნიკაციის გადაწყვეტები და პროექტის ფინალურ ეტაპზე საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი საერთაშორისო პრაქტიკული პროექტები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას:

  • იმუშაონ რეალურ კლიენტსა და ბიზნესქეისზე;
  • განივითარონ სტრატეგიული და კრეატიული აზროვნება;
  • მიიღონ საერთაშორისო გუნდური მუშაობის გამოცდილება;
  • გაიფართოონ პროფესიული ქსელი და დაამყარონ კონტაქტები საერთაშორისო სტუდენტებთან, აკადემიურ და ინდუსტრიის წრეებთან;
  • გაიმდიდრონ პორტფოლიო და CV საერთაშორისო პრაქტიკული გამოცდილებით;
  • უკეთ მოემზადონ რეალური პროფესიული გარემოსთვის.

პროექტი საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლისა და EUPRERA-ს (European Public Relations Education and Research Association) თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, ხოლო სტუდენტების მონაწილეობა სრულად დაფინანსდა საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მიერ.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი