სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია, 28 მარტს, სასტუმრო პულმანში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსი გაეცნო უნივერსიტეტის დაარსების ისტორიას, მათ შორის, შესყიდვების საჯარო და გამჭვირვალე დოკუმენტებს, ინფრასტრუქტურის შესაძენად დახარჯულ ფინანსებს.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს უნივერსიტეტის ღირებულებებსა და მის მიზნებს თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობასა და ჩამოყალიბებაში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს უნივერსიტეტის მისამართით ოფიციალური პირების მხრიდან გავრცელებული ცრუ ინფორმაციების, მათ შორის, უნივერსიტეტის „გიული ალასანიასთვის 1 ლარად გადაცემის“ ბრალდების საპასუხოდ, უნივერსიტეტის რექტორმა სარჩელით უკვე მიმართა საქალაქო სასამართლოს.