ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


13 December 2018
საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით გამოავლინა 2018 წლის ახალგახრდა მეცნიერთა გრანტის გამარჯვებული პროექტები.

გამარჯვებულებს შორის მოხვდა საქართველოს უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ გიორგი ტეფნაძის პროექტი- „უოლშ-ფურიეს მწკრივის კრებადობა და შეჯამებადობა მარტინგალურ ჰარდის სივრცეებზე“, რომელიც სამივე უცხოელი ექსპერტის მიერ მაქსიმალური 27 ქულიდან 25 ქულით შეფასდა და საბუნებისმეტყველო მიმართულებით დაფინანსებულ პროექტებს შორის პირველია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ტეფნაძემ სადოქტორო ქართულ-შვედური საერთო პროგრამის ფარგლებში დაიცვა, ამჟამად ის 40-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია, რომლებიც საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებშია გამოქვეყნებული, აღნიშნული გრანტი მან მეორედ მოიპოვა, ხოლო შარშან გადაეცა 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდო, რომელსაც გასცემს ყოველწლიურად რუსთაველის ფონდი და საქართველოს მეცნიერების და განათლების სამინისტრო.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი