სიახლეები
11-13 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის საექთნო დეპარტამენტს ლინეუსის უნივერსიტეტის (შვედეთი) წარმომადგენლები ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი საექთნო პროგრამის გაცნობა, საექთნო სწავლების მიმართულებით საქართველოს უნივერსიტეტის შესაძლებლობების შეფასება იყო.
შეხვედრის ფარგლებში, დაიგეგმა შვედი სტუდენტების კლინიკური პრაქტიკის გავლა საქართველოს უნივერსიტეტში. ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში დაიგეგმა ლინეაუსის და საქართველოს უნივერსიტეტის საექთნო პროგრამის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება, საექთნო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ერთობლივად შემუშავება.