სიახლეები
2017 წლის 8 მარტს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტის სტუდენტურმა კლუბმა - „UG ისტორიკოსთა კლუბი“ – საქართველოს უნივერსიტეტში ჩაატარა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქალის, საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.
ნაჩვენები იქნა გია ჭუბაბრიას დოკუმენტური ფილმი, „გაფითრებული თებერვლის ლანდი“, რომელიც ეძღვნება მარო მაყაშვილს. კინოჩვენების შემდეგ ჩატარდა ვიქტორინა თემატურ კითხვებზე და გამოვლინდა ორი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცათ კინოს ბილეთები. სტუდენტებს ესაუბრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტის პროფესორი თამარ ქორიძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სხვა სკოლების სტუდენტები და ლექტორები.
ღონისძიება ორგანიზებული იყო სტუდენტური კლუბის - „UG ისტორიკოსთა კლუბი“ - წევრების : ანა ნანობაშვილის, თამარ ინასარიძის, სოსო ბუჩუკურის, ზურა ცინცაძისა და ლაშა ქებურიას მიერ.