ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


16 June 2026

მათემატიკის ოლიმპიადა V - XII კლასელებისთვის - დაჯილდოების ცერემონია

 

15 ივნისს,  საქართველოს უნივერსიტეტში მათემატიკის ოლიმპიადის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ოლიმპიადა წელს უკვე მესამედ ჩატარდა,  მასში მონაწილეობა მიიღო 63 სხვადასხვა სკოლის 200-ზე მეტმა მოსწავლემ როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის ფორმატის გათვალისწინებით, მონაწილეობა შეეძლოთ, მეხუთედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, მოსწავლეებს. 

დაჯილდოების ცერემონიაზე, მონაწილეებსა და გამარჯვებულებს, შესაბამისი ხარისხის დიპლომები გადაეცათ, საქართველოს უნივერსიტეტისგან. 

,,პირველი ხარისხის დიპლომი ავიღე და ძალიან ბედნიერი ვარ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს უნივერსიტეტს ამ მხარდაჭერისა და  შესაძლებლობისთვის.’’ - აღნიშნა თბილისის, #64 საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ პაიჭაძემ

როგორც, საქართველოს უნივერესიტეტის ინფორმატიკის სკოლია პროფესორმა, მარიამ ავალიშვილმა გაგვიზიარა, ეს ოლიმპიადა სხვებისგან სწორედ კონცენტრირებულობით გამოირჩევა, რადგან აქცენტი მათემატიკაზეა გადატანილი, შესაბამისი კლასის მასალის გათვალისწინებით. ოლიმპიადა მოეწყო როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ამ ოლიმპიადაში მონაწილეობის ეტაპები უფასო იყო, რაც ნებისმიერი მოსწავლის ჩართულობას ამარტივებდა.  „წელს განსაკუთრებული ჩართულობა გვქონდა, ესწრებოდნენ სხვადასხვა რეგიონის ბავშვები, სხვადასხვა ქალაქებიდან, რაც მთავარია მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ოლიმპიადის ორგანიზატორებისგან მიეღოთ გარკვეული რეკომენდაციები საკითხები წერის პროცესთან დაკავშირებით. გამოვავლინეთ, I / II  და III ხარისხის გამარჯვებულები და წასახალისებლად, რა თქმა უნდა, გადავეცით სამახსოვრო და ფულადი საჩუქრები.“ - მარიამ ავალიშვილი 

„მესამე ხარისხის დიპლომი მივიღე. მათემატიკის ოლიმპიადის შესახებ მშობლებისა და მასწავლებლებისგან გავიგე. მართალია მეთორმეტე კლასის მოსწავლე ვარ და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ვიყო გადართული სრულად, მაგრამ ოლიმპიადის შესახებ მშობლებისგან შევიტყვე და ჩართვა გადავწყვიტე, დასაწყისში ძალიან ვნერვიულობდი რადგან გამოცდის, (მასშტაბურის) წერის გამოცდილება არ მქონდა, თუმცა საბოლოოდ მესამე ხარისხის დიპლომით დავსაჩუქრდი და რა თქმა უნდა ძალიან გახარებული ვარ. ამასთან ერთგვარი პრაქტიკული კურსი გავიარე ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე, რადგან ოლიმპიადის გარემო ერთი-ერთში ქმნიდა საგამოცდო გარემოს შესაბამისობას.“ გვიზიარებს საქართველოს უნივერსიტეტის სკოლის, კურსდამთავრებული, სალომე შენგელია. 

მათემატიკის ოლიმპიადა, რიგით მესამედ გაიმართა უნივერსიტეტში, აღსანიშნავია რომ პროექტი განგრძობითია და ახალი სასწავლო წლიდან კვლავ მიეცემათ მოსწავლეებს შესაძლებლობა საკუთარი უნარები გამოსცადონ და გაიძლიერონ. 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი