სიახლეები
4-6 ოქტომბერს ჩატარდა „ემორი-საქართველოს სუფთა ჰაერის კვლევითი საგანმანათლებლო პროექტის“ (#49777-NCDC) ყოველწლიური მეორე შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ექსპერტები ემორის და ჯორჯ ვოშინგტონის უნივერსიტეტებიდან, საფრანგეთის ჯანმრთელობის სამინისტროს გარემოს დაცვის ოფისის, საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის და სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტები.
საქართველოს უნივერსიტეტი მეორე წელია თანამშრომლობს ფოგარტის სუფთა ჰაერის საგანმანათლებლო-კვლევითი პროგრამის გუნდთან (The Fogarty Clean Air Research and Education (CARE) program). პროგრამა წარმოადგენს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის(NCDC), გარემოს ეროვნული სააგენტოს, ემორისა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას. პროექტის მიზანია საქართველოში არაგადამდებ დაავადებებთან და გარემოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარების შესაძლებლობების განვითარება ტრენინგების, სწავლებისა და პრაქტიკის გზით.
სამუშაო შეხვედრის განმავლობაში ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტებმა, რომლებიც მონაწილეობენ ფოგარტის სუფთა ჰაერის საგანმანათლებლო-კვლევითი პროგრამაში, წარმოადგინეს საკუთარი სადოქტორო ნაშრომის ფარგლებში მიმდინარე ეტაპზე შესრულებული სამუშაო.