ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


30 June 2026

ღია კარის დღე რექტორთან

 

26 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია უძღვებოდა. 

მოსულ აბუტირიენტებს, პირადად რექტორმა გააცნო 2026 - 2027 წლის შეთავაზებები, როგორც პროგრამების მიხედვით, ასევე ფინანსური კუთხით. თუ რას სთავაზობს უნივერსიტეტი ჩარიცხულ პირველკურსელებს. 

მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ უნივერსიტეტში არსებული მატერიალური თუ ციფრული სასწავლო ლაბორატორიების შესახებ, ასევე გაეცნენ დაფინანსების პირობებს და გაცვლითი პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობებს.  ბატონმა კონსტანტინე თოფურიამ, მოსწავლეებთან ერთად განიხილა AI (ხელოვნური ინტელექტი) პირობებში პროფესიებისა და ზოგადად, პროგრამების ირგვლივ ჭარბად გაზრდილი მოთხოვნა. 

აღსანიშნავია, რომ მე - 12 კლასელებთან ერთად შეხვედრას რამოდენიმე მშობელიც ესწრებოდა, რომელთაც დეტალურად მიიღეს ინფორმაცია "მეტი გრანტის" შესახებ, რაც უნივერსიტეტის 2026 წლის ფინანსური შეთავაზების ნაწილია. ( იხილეთ დეტალურად: https://ug.edu.ge/ge/funding ) 

ღია კარის დღე გარდა შემეცნებითი ხასიათისა, გასართობი ფორმატის ნაწილსაც მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებისთვის ჩატარდა სახალისო ვიქტორინა, რაშიც ლევან გვარმიანმა, ქ. რუსთავის ინოვაციების სკოლიდან, გაიმარჯვა და უნივერსიტეტისგან საჩუქრად, აიპად თერთმეტი გადაეცა. 

"საქართველოს უნივერსიტეტში მეორედ ვარ სტუმრად, პირველად პროფესიული ორიენტაციის ფარგლებში მოგვიწვიეს სკოლიდან. ვფიქრობ ერთ-ერთი გამორჩეულია ქვეყნის მასშტაბით და როგორც დღეს გავიგე, არამარტო ქვეყნის, არამედ რეგიონისაც. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი მსოფლიო განვითარების ტემპს აჰყვეს და აქტიურად იყოს ჩართული იმ გამოწვევების დაძლევაში რაც თუნდაც ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურება. ამიტომ ამ კუთხით, ნამდვილად ლიდერია საქართველოს უნივერსიტეტი, დღეს კი რექტორისაგან სწორედ ის სიახლეები / შეთავაზებები მოვისმინე, რაც მე, როგორც მეთორმეტე კლასის კურსდამთავრებულს სამომავლო გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარება." გვიზიარებს ლევან გვარმიანი 

საქართველოს უნივერსიტეტში, ახალი აკადემიური წლის დაწყებამდე ეს დასკვნითი ღია კარის დღე იყო, თუმცა დაინტერესებულ პირებს, უნივერსიტეტი ყოველდღიურად მასპინძლობს და აცნობს არსებულ შეთავაზებებს.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი