სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდის, დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამებისთვის დარგის პროფესიონალებისგან შემდგარი მრჩეველთა საბჭო შექმნა.
მრჩეველთა საბჭო დაკომპლექტებულია უცხოელი და ქართველი პროფესიონალებით, მათ შორის არიან გერმანიის უსაფრთხოების ფედერალური აკადემიის (German Federal Academy of Security Studies – BAKS) ყოფილი პრეზიდენტი, დოქტორი კარლ ჰაინც კამპი; ყოფილი გენერალი ბენ ჰოდჯესი - ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (Center for European Policy Analysis) ერთ-ერთი ხელმძღვანელი; ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ცნობილი პროფესორი და GEM Erasmus Mundus პროგრამის ხელმძღვანელი მარიო ტელო; დოქტორი უილიამ კორტნი - რენდის კორპორაციის (RAND Corporation) უფროსი მკვლევარი. აგრეთვე, თემურ იაკობაშვილი - 2011-2013 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ამჟმად კი მთავრობის, საერთაშორისო დიპლომატიის, კრიზისის მენეჯმენტისა და მოლაპარაკებების, ინსტიტუტების მშენებლობის, სტრატეგიული დაგეგმვის, პოლიტიკის შემუშავებისა და ხელმძღვანელობის განვითარების უფროსი ხელმძღვანელი; დოქტორი მატიას დემბინსკი - გერმანული ორგანიზაცია მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (Peace Research Institute Frankfurt) წამყვანი მკვლევარი.
მრჩეველთა საბჭოები სკოლის სამივე დეპარტამენტის ფარგლებში მათი პროფილების მიხედვითაა შექმნილი და ყველა მათგანში მიმართულებების ყველაზე გამოცდილი და კვალიფიკაციის მქონე წევრები არიან.