ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


22 February 2024
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ვიზიტი, საქართველოს უნივერსიტეტში

 

საქართველოს უნივერსიტეტში აბოლიციონისტ ფრედერიკ დაგლასის ავტობიოგრაფიული წიგნის - „ამერიკელი მონის, ფრედერიკ დაგლასის მონათხრობი საკუთარ ცხოვრებაზე“ - ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რობინ ლ. დანიგანი დაესწრო.

 

ღონისძიება აფრო-ამერიკული ისტორიის თვის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ყოველ წელს აღინიშნება აშშ-სა და კანადაში.

 

ქალბატონმა ელჩმა, საქართველოს უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა, რომ მოხარულია უნივერსიტეტის მხრიდან გამოჩენილი ინტერესით თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით და წიგნის თარგმნის პროცესში თანამშრომლობით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ მონაწილეობა მიიღო აშშ-ის საელჩოს  წიგნის თარგმნის პროგრამის კონკურსში და მოიპოვა გრანტი, რომლის ფარგლებშიც ითარგმნა და გამოიცა ფრედერიკ დაგლასის ავტობიოგრაფიული წიგნი.

 

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ და საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტებმა: გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ. სტუმრებს შორის იყვნენ: პროფესორები, სტუდენტები, მათ შორის, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი