28 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტის, უსაფრთხოების, პოლიტიკსა და ნაციონალიზმის ცენტრის (UGSPN)ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია თემაზე -„პარტიების აკრძალვის მსოფლიო პრაქტიკები: დემოკრატიის დაცვა თუ მისი საფუძვლების შერყევა?“
საჯარო დისკუსია შეეხებოდა ბოლოდროინდელი, დაანონსებული საკითხის, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა - მსოფლიო მაგალითებზე დაფუძნებული მაგალითების განხილვას, მოწვეულმა სპიკერებმა: კახი სამხარაძე -ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სემინარის ხელმძღვანელი, და გია ნოდია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თემის ირგვლივ შეაფასეს, როგორც საერთაშორსიო, ასევე ადგილობრივი კონტექსტი და გამოცდილებები. შეხვედრაზე იმსჯელეს, რამდენად ამართლებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, დემოკრატიის დაცვის არგუმენტით და რა რისკებს შეიცავს ეს პრაქტიკა.
„პარტიების აკრძალვა, ზოგადად, არ შეიძლება, ვინაიდან ეს პოლიტიკური უფლებების უხეში დარღვევაა. პრეცედენტები, რომლებიც განვიხილეთ, დემოკრატიის დაცვით იყო მოტივირებული, თუმცა საქართველოში მიმდინარე პროცესები, ჩემი შეფასებით, მიუთითებს პოლიტიკურ კოლაფსამდე, რადგან ასეთი პატარა ქვეყნისთვის პირველ რიგში, ურთულესია ახალი ძალის ჩამოყალიბება განვითარება და მისი ველიდან გაქრობა, ავტომატურად გამოიწვევს მონოპოლურ სივრცეს“ აღნიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გია ნოდიამ
აღსანიშნავია, რომ დისკუსია სამ ძირითად კითხვას პასუხობდა, გარდა პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა, საუბარი შეეხო:
ბალანსს დემოკრატიის დაცვასა და პოლიტიკურ პლურალიზმს შორის. ამ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკური პარტიების როლსა და მოქალაქეების არჩევანის თავისუფლებას. ხოლო მესამე მიმართულება საქართველოსთან დაკავშირებულ შეფასებებს მოიცავდა, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებს და იმ საკითხს, თუ რამდენად შეესაბამება მიმდინარე პროცესები აღნიშნულ სტანდარტებს.
„პირველ რიგში, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო UGSPN ამ თემით დაინტერესებისა და სასაუბრო სივრცის შემოთავაზებისთვის, რადგან ყველა ის საკითხი რაც განვიხილეთ პრაქტიკული მნიშვნელობის მატარებელია სახელმწიფოს განვითარების გზაზე, ერთის მხრივ თუ რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს მსგავსი მიდგომა და მეორეს მხრივ რა გამოცდილებების დუბლირება შეგვიძლია მსოფლიო მაგალითებიდან, ან რის მიმართ უნდა დავწიოთ ჩვენი მოლოდინები, როგორც ამომრჩევლებმა. “ განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა. თსუ -ს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სემინარის ხელმძღვანელმა, კახი სამხარაძემ
აღსანიშნავია, რომ საჯარო დისკუსიამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, სიღრმისეულად გაეანალიზებინათ დემოკრატიის დაცვისა და პოლიტიკური თავისუფლებებს შორის დამაკავშირებელი ხიდები, UGSPN ტრადიციულად განაგრძობს საზოგადოებისთვის საინტერესო და თემატურ შეხვედრებს/დისკუსიებს როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური შინაარსის თემების ირგვლივ.