სიახლეები
2018 წლის 29 მარტს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთლობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „წამლები ქალებისათვის - მედიკამენტური თერაპიის თავისებურებები ქალთა პოპულაციაში“, რომელსაც უძღვებოდა ფარმაციის დეპარტამენტის უფროსი, ფარმაციის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ელზა ნიკოლეიშვილი. ლექციას ესწრებოდნენ როგორც საქართველოს უნივერსიტეტის, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ასევე ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები. ლექციის მსვლელობისას ქალბატონმა ელზამ ისაუბრა ფარმაცევტული სფეროს ისეთ აქტუალურ საკიტხებზე, როგორიცაა გენდერული მედიცინის განვითარების პერსპექტივები, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდის მედიკამენტური მკურნალობის თავისებურებები, განსაკუთრებული პოპულაციის ახალგაზრდა ქალების პრევენციისა და მკურნალობის სპეციფიკური საკითხები ქალისა და მამაკაცის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით დაავადებებთან და მედიკამენტურ მკურნალობასთან მიმართებაში.