სიახლეები
17 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში ჩატარდა ქალბატონი სანდრა რულოვსის საჯარო ლექცია თემაზე - გლობალური ჯანმრთელობის დპლომატია. ლექციას ესწრებოდნენ როგორც საქართველოს უნივერსიტეტის, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები. ლექციის მსვლელობისას ქალბატონმა სანდრა რულოვსმა ისაუბრა გლობალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ზოგადად გლობალური ჯანდაცვის დიპლომატიის არსი, ძველი და ახალი ტიპის დიპლომატიების შედარებითი ანალიზი, ამ სფეროში არსებული საერთაშორისო კონვენციები, გლობალური ჯანმრთელობის მართვასთან დაკავშირებული სტრუქტურები და სხვა. ლექციის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია.