სიახლეები
2 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ნეირომარკეტინგი“.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო მომხმარებლის ურთიერთობა პროდუქტთან, რომელიც იწყება უშალოდ პროდუქტის დახლზე დადებისას ან თუმდაც სარეკლამო ინფორმაციის აღქმისას. ასევე, წარიმართა საინტერესო დისკუსია გაყიდვების სტრატეგიების შესახებ და იმ ექსპერიმენტების თაობაზე, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს თანამედროვე მარკეტინგული მიდგომების შემუშავებაში.
სპიკერი: თორნიკე გურული, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, OrientLogic-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დირექტორი.