ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


23 October 2026

საჯარო ლექცია - რა არის ურბანისტიკა? პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება , სტუდენტებისთვის

 

21 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტში, არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებისთვის, ასოციაცია INCUHE of Georgia -ს ინიციატივით, საქართველოს გაიმართა საჯარო ლექცია თეაზე - „რა არის ურბანისტიკა?"

ლექციას უძღვებოდა, ქართველი არქიტექტორ-ურბანისტი ვლადიმერ (ლადო) ვარდოსანიძე, რომელიც უკვე წლებია აქტიურად მუშაობს ქალაქთმშენებლობის, სივრცითი დაგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის სფეროში. მისი არქიტექტურულ - ურბანული სამუშაოების  შესახებ და  თანამედრივე არქიტექტურული პრაქტიკის სხვადასხვა საკითხზე გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები და კრიტიკული სტატიები: ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. 

მოწვეულმა სტუმარმა, სტუდენტებთან თბილისის და საქართველოს მაგალითებზე ისაუბრა, ქალაქთმშენებლობის გამოწვევებზე, ასევე ინტერაქციულ რეჟიმში განიხილეს მსოფლიო მაგალითები და გადაწყვეტები, რამაც ქალაქის ურბანული საკითხები მნიშვნელოვნად შეცვალა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო Incune of Georgia, (ქვეყნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ასოციაცია) რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის მასშტაბით, არქიტექტურის პროგრამით დაინტერესებული მოსწავლეებისა და პროგრამაზე მოსწავლე სტუდენტებისთვის უზრუნველყოს სხვადასახვა შემეცნებითი და ინტერაქციული შეხვედრები, კონკრეტულად არქიტექტურული პროექტების წარმოჩენისა და განხილვების ფორმატში. 

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ურბანისტიკის სფეროს, მის როლსა და მნიშვნელობას თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში, თავის მხრივ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, პრაქტიკული რჩევები მიეღოთ მოწვეული სპიკერისგან და დაემყარებინათ პროფესიული კავშირები, სამომავლო, შესაძლო თანამშრომლობებისთვის. 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი