ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


26 September 2017
საჯარო ლექცია თემაზე: "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სერვისები და კვალიფიკაციები"

26 სექტემბერს “მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი - 2017” ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სერვისები და კვალიფიკაციები". ლექციას უძღვებოდა ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დირექტორი, ასისტენტ-პროფესორი, ქალბატონი თამარ ლობჯანიძე. ლექციაზე განხილულ იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისები და მათი სპეციფიკა, საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები და სერვისები, ადამიანური რესურსები-კვალიფიკაციები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითადი ოპერატიული ფუნქციები, პირველადი  ჯანდაცვა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისები და სხვა. ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგანმანათლებლო დაწესებულებების როლს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროსთვის მაღალკვალიფიციური შრომითი რესურსების მომზადებაში. ლექციის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი