სიახლეები
14 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტმა, ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე: „ტოლერანტობა გარემოს მიმართ“.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო შემდეგი საკითხები:
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, აუდიტორიამ და სპიკერმა გაცვალეს შეხედულებები მდგრადი განვითარების შესახებ. ასევე, გაიმართა დისკუსია პრაქტიკული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც თანამედროვე ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებენ.
საჯარო ლექციას გაუძღვა ლევან ბუთხუზი, SEED Georgia-ს დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტმა ჰუმანური ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით, ტოლერანტობის კვირეულის ტრადიციას 2014 წელს ჩაუყარა საფუძველი.