ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


5 June 2026

საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026

 

30 მაისს საქართველოს უნივერსიტეტში Quantum Technologies Conference 2026-ი  ჩატარდა.  კონფერენცია მკვლევრებს, ლექტორებს, სტუდენტებს, ტექნოლოგიური სფეროს პროფესიონალებსა და საერთაშორისო მონაწილეებს აერთიანებდა, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიმართულების - კვანტური ტექნოლოგიების გარშემო.

კონფერენცია საქართველოს უნივერსიტეტის კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოში კვანტური მეცნიერების, კვანტური ინჟინერიისა და მომავალი თაობის ტექნოლოგიების მიმართულებით აკადემიური და პროფესიული თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

კონფერენციის პროგრამა შეეხებოდა სფეროს ძირითად მიმართულებებს, მათ შორის კვანტურ გამოთვლებს, სიმულაციებს და ალგორითმებს, კვანტურ კრიპტოგრაფიას, კომუნიკაციას, კვანტურ სენსორიკასა და კვანტურ მასალებს. სწორედ ეს კვლევები ქმნის ახალი ტექნოლოგიური ეკოსისტემის საფუძველს, რომელიც გავლენას მოახდენს კიბერუსაფრთხოებაზე, ხელოვნურ ინტელექტზე, მაღალი წარმადობის გამოთვლებზე, ტელეკომუნიკაციებზე, მედიცინაზე, ფინანსებზე, თავდაცვასა და მოწინავე წარმოებაზე.

ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი იყო პანელური დისკუსია — საქართველო კვანტურ ეპოქაში: გამოწვევები და შესაძლებლობები. დისკუსია მოიცავდა ქვეყანაში არსებულ სამეცნიერო პოტენციალს, გადასალახ ბარიერებს და იმ ნაბიჯებს, რომლებიც საჭიროა საქართველოში კვანტური ტექნოლოგიების მდგრადი განვითარებისთვის. საუბარი შეეხებოდა განათლებას, კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერებას, საერთაშორისო თანამშრომლობას, ქართველ მეცნიერთა დიასპორის ჩართულობას და იმ გზებს, რომლებიც ახალგაზრდებს ღრმა ტექნოლოგიურ სფეროებში შესვლის შესაძლებლობას მისცემს.

კვანტური ტექნოლოგიებისთვის მზადება ნიშნავს იმის გააზრებასაც, რომ მცირე ქვეყნებსაც აქვთ მოქმედების სივრცე უახლეს ტექნოლოგიურ სფეროებში. მათ შეუძლიათ განავითარონ კონკრეტული ექსპერტიზა, დააკავშირონ ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება, შექმნან საგანმანათლებლო გზები, ჩაერთონ თანამშრომლობით კვლევაში და მოამზადონ თაობა, რომელსაც მომავალ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში საკუთარი ნიშა ექნება. Quantum Technologies Conference 2026 ამ პროცესის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს. კონფერენციმ შექმნა სივრცე,  სადაც მეცნიერებს, სტუდენტებს, ლექტორებსა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ ერთად იმსჯელონ, რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს კვანტური ტექნოლოგიების მიმართულებით და რა ნაბიჯებია საჭირო ამ სფეროს განვითარებისთვის.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი