ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


28 May 2019
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი ოქსფორდში სიტყვით გამოვიდა

22 მაისს, ოქსფორდში, “The Academic Union-ის“ ორგანიზებით, გაიმართა საჯარო დებატები თემაზე „მომავლის უნივერსიტეტი“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა - კონსტანტინე თოფურიამ და აუდიტორიის წინაშე ისაუბრა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

საჯარო დებატების ფარგლებში განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  • მომავლის უნივერსიტეტის იდეა და მიზანი;
  • მომავლის უნივერსიტეტების ბიზნეს მოდელი;
  • რას და როგორ ისწავლიან სტუდენტები;
  • რა როლს თამაშობენ უნივერსიტეტები გრძელვადიან სწავლებაში;
  • როგორ შეიძლება სუტდენტები ჩავრთოთ უნივერსიტეტის განვითარებაში;
  • დგას თუ არა სასწავლო პროგრამის შეცვლის საჭიროებაა;
  • აქვს თუ არა უნივერსიტეტს მომავალი ეფექტური ონლაინ სწავლების სტრატეგიის გარეშე?;
  • უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა.

ღონისძიების ბოლოს შეხვედრის მოდერატორმა, პროფესორმა რუი ვერდემ საქართველოს უნივერსიტეტის რექტორს, კონსტანტინე თოფურიას გადასცა დებატებში ექსპერტის სერტიფიკატი.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ასოციაცია - “Academic Union” 30 ქვეყნიდან აერთიანებს წამყვანი უნივერსიტეტების რექტორებს, მკვლევარებს და მეცნიერებს.  Academic Union მიზნად ისახავს პროფესიული კავშირების გაღრმავებას, სასწავლო მეთოდიკის განვითარებას და სხვადასხვა კულტურულ - საგანმანათლებლო ღონისძიებების დახმარებით, საზოგადოების პროგრესში საკუთარი წვლილის შეტანას.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი