14 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტში GENIUS Olympiad-ის მასშტაბური რეგიონალური შესარჩევი ეტაპი ჩატარდა, რომელშიც კოდინგით დაინტერესებული მოსწავლეების საუკეთესო 9 გუნდი გამოვლინდა.
საგანმანათლებლო რობოტიკის ასოციაციის, როკო აკადემიის და საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამარჯვებული გუნდები, 21 მარტს, ნახევარფინალურ რაუნდში ჩაერთვებიან და გენიუს ოლიმპიადის ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ, რომელიც ივნისში, როჩესტერში გაიმართება.
შერჩეული გუნდები, საქართველოს უნივერსიტეტიდან, ონლაინ ფორმატში დაუპირისპირდებიან მოსწავლეებს, მსოფლიოს 40-მდე ქვეყნიდან.