საქართველოს უნივერსიტეტისა და George Washinton University-ის თანამშრომლობის ფარგლებში, 8-12 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, რევაზ ტაბატაძემ მონაწილოება მიიღო ამერიკის განათლების კვლევების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სიმპოზიუმში/კონფერენციაში, სადაც ინდივიდუალური სექცია გამოიყო საქართველოს უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების წარდგენისათვის.
რევაზ ტაბატაძემ American Educational Research Association-ის 2026 წლის ყოველწლიურ კონფერენციაში, ლოს ანჯელესში წარადგინა მოხსენება სესიაზე: “International Perspectives on Civics and the Development of Civic Dispositions”. ვიზიტს თან ერთვოდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები American Association of Colleges for Teacher Education-თან და UCLA Department of English Language Teaching-თან, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიურ კავშირებს. ამ საკითხების ირგვლივ, უნივერსიტეტის წარმომადგენელმა (რევაზ ტაბატაძე) მიწევევა მიიღო აზერბაიჯანის საკონსულოში, სადაც დისკუსიის ფარგლებში განიხილეს სამომავლო თანამშრომლობები და პროექტები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტი, George Washington University-თან ერთად უკვე აქტიურად მუშაობას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე. აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ განათლება ორ აკადემიურ სივრცეში და მიიღონ კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვალიფიკაცია.
ვიზიტის ფარგლებში, რევაზ ტაბატაძეს შეხვედრები ჰქონდა New Jersey State University-ში, Department of Teaching, Learning, and Literacy-ში, სადაც Michelle Rosen-თან ერთად დაგეგმეს ერთობლივი, ახალი კვლევითი პროექტები.