სიახლეები
1-3 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში ქართველოლოგიის მხარდამჭერი ფონდის, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტისა და გოეთეს, ფრანკფურტის უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა მესამე საერთაშორისო კონფერენცია: საქართველო და კავკასია - წარსული, აწმყო, მომავალი.
კონფერენციის თემატიკა იყო ეპოქა და ადამიანი.
კონფერენციის პლენარულ სხდომაზე, წარმოდგენილი იყო, ისტორიკოსის, მეცნიერის, გელათის მეცნიერებათა აკადემიის - აკადემიკოსის, იულონ გაგოშიძისა და პროფესორის, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის - ირმა რატიანის მოხსენებები.
კონფერენციაში მონაწილეობდა ორასამდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ კონფერენციაზე გამოიყო რაფიელ ერისთავისადმი მიძღვნილი სექცია, რომლის ფარგლბშიც სხვადასხვა მიმართულების ორმოცდათორმეტმა მეცნიერმა წარმოაჩინა რაფიელ ერისთავის გაწეული წვლილი ქართულ მეცნიერებასა და კულტურაში.
კონფერენციის დახურვის ცერემონიალზე ქართველოლოგიის მხარდამჭერი ფონდის ინიციატივით, ქართველოლოგიის წინაშე დამსახურებისთვის, ფონდის მედლითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ ბატონი იულონ გაგოშიძე და ქალბატონი დამანა მელიქიშვილი.